ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ავღანეთში სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და სამშობლოში უდანაკარგოდ ბრუნდება.
ერთი პოლიციელი იქნა მოკლული და ორი სხვა დაჭრილი ცენტრალურ პარიზში ხუთშაბათ საღამოს განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისას. საფრანგეთის უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი.
საქართველოს 21-22 აპრილს ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,კონსტიტუცია ყველასია'' კამპანიის ფარგლებში, დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა.
ჩრდილო კორეის სახელმწიფო მედიამ გააფრთხილა ამერიკის შეერთებული შტატები „სუპერ-მძლავრი უპირატესი დარტყმის“ შესახებ მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს ზეწოლის გზებს ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (20 აპრილი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გამყარდა.
სააპელაციო სასამართლომ შოთა ხიზანიშვილის, ლევან ქარდავას და ვასილ ლელუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში ვიზიტად სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რობერტ ონდრეცსაკი იმყოფება. დღეს სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა.
პრეზიდენტის განცხადება არ ჯდება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში, პირიქით, ეწინააღმდეგება მას, ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მიერ ბათუმში გაკეთებულ განცხადებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.