GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი უკრაინის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის კონგრესს 33 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვს, თუმცა აცხადებს, რომ აშშ „რუსეთს არ ესხმის თავს“. ბაიდენმა თქვა, რომ დახმარების პაკეტის დამტკიცება „კრიტიკულია“, რაც მისი თქმით, საშუალებას მისცემს უკრაინას თავად დაიცვას საკუთარი თავი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 14.4 პროცენტით განისაზღვრა.
თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად იყო შესაძლებელი.
მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია.
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტთა საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიულოცა და საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.
თბილისში, ვაშლიჯვარში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიაზე წყლის დიდი ნაკადი მიედინება. ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ჩემთვის ყველაზე კარგი საზომი არის საზოგადოების მხარდაჭერა, მათთან ურთიერთობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „IRI“-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთიდან იმპორტირებული ხელმისაწვდომი მედიკამენტების რეალიზაციის პროცესს გაეცნო. მთავრობის მეთაური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში იმყოფებოდა.
ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.