საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და ვიცესპიკერებს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბერა ივანიშვილის გამო, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოდან 9 თანამშრომლის დათხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრეეს უწოდებს.
საქართველო ერთგულია თავისი მიზნისა, ააშენოს ევროპული ქვეყანა, ევროპული დემოკრატიითა და ევროპული ინსტიტუტებით, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებსა და ვიცე სპიკერებთან შეხვედრისას გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 მარტი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0325 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს მესაზღვრეებს პროფესიული დღე სადახლოდან მიულოცა, თავდადებული შრომისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ საზღვრის დაცვიდან იწყება სამშობლოს დაცვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში ადგილობრივ, აზერბაიჯენელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს - თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.