ის ნაბიჯები, რაც იდგმება რუსეთის მხრიდან, ახლა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დარწმუნებული ვარ, მას ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება, აღნიშნული განცხადება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ ე.წ. ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანების შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა.
ქართული არტილერიის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ხონში, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II საარტილერიო ბრიგადას ეწვია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების I საარტილერიო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ქართული არტილერიის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ყველაფერი ის, რასაც რუსეთი აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, მიმართულია არამარტო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, არამედ, მთლიანად რეგიონის სამხედრო დესტაბილიზაციისკენ, ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი მოსკოვის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანების პროცესის დაიწყებას.
თურქეთი „სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას“ ჰოლანდიელებისთვის ფაშისტების წოდებით, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, რომლის კომენტარიც ანკარასა და რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს შორის თურქეთის რეფერენდუმის კამპანიის აკრძალვის გამო შექმნილ სკანდალს მოჰყვა.
საქართველოს დღეს თურქეთის პრემიერ მინისტრი ეწვევა. ბინალი ილდირიმი რამდენიმე საათით ბათუმში ჩამოვა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციებს გამოეხმაურა.
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების ფაქტს ეხმაურება.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.