სულ მცირე 48 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ უზარმაზარი ნაგვის გროვიდან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბაბას გარეუბანში. ამის შესახებ BBC იუწყება.
თბილისის „დინამო არენაზე“ რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.
თბილისის „დინამო არენაზე“ რაგბიში საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში თათბირზე განაცხადა, რომ „წუხანდელი ღამის განმავლობაში გასავლელი იყო ძალიან სერიოზული ზღვარი, რაც ხელისუფლებამ ძალიან სწორად გაიარა“.
ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ბათუმში განვითარებულ მოვლენებში „ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობა დაადასტურა, თუმცა მას კონკრეტულად არ უხსენებია აღნიშნული ოპოზიციური პარტიის სახელი და თქვა, რომ ამაზე შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბათუმში, პოლიციის სამმართველოში აჭარაში განვითარებული მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ნაწილის მიზანია „ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში“. მას ოპოზიციური პარტია არ დაუსახელებია და "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, კონკრეტულად რომელ პარტიას გულისხმობდა, უპასუხა: „თქვენ კარგად იცნობთ მათ“.
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ „არჩევნებს“ „არ გააჩნია იურიდიული ძალა და ვერ ექნება სამართლებრივი შედეგი“.
ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე კომენტარს აკეთებს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ბათუმში განვითარებული მოვლენების შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ის გმობს „11 და 12 მარტს ბათუმში მომხდარ ვანდალურ ქმედებებს, რომლითაც აქციის მონაწილე აგრესიულმა ჯგუფებმა დაზიანება მიაყენეს მშვიდობიან მოქალაქეებს, პოლიციელებს, ასევე სახელმწიფო და კერძო საკუთრებას“.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბათუმის მოვლენებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ „მაქსიმალურად იქნა აცილებული ზიანი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.