წერილის შინაარსი ვიცი, გავეცანი და შესაბამისად, ჩვენი პასუხიც იქნება წარმოდგენილი უახლოეს დღეებში, განაცხადა ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ევროპარლამენტარების მიერ „რუსთავი 2"-ის საქმეზე პრემიერ მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს უკრაინაში, თეიმურაზ ნიშნიანიძეს უკრაინის პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა. საქმე კონსულის თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდს ეხება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად განხორციელებული, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პარკ ჟინ ჰე ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პირველი ლიდერი გახდა, რომელსაც თანამდებობის დატოვება აიძულეს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევას ულოცავს.
სამარლდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს.
იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ანკონასთან ახლომდებარედ ავტომაგისტრალზე გამავალი ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი, რომლებიც ხიდის ჩამოქცევისას მის ქვეშ ავტომანქანაში იმყოფებოდნენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე „მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები“.
ევროკავშირის ლიდერებმა პოლონელი დონალდ ტუსკი, პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ აირჩიეს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.