ბათუმში მყოფი უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და აჭარის მთავრობის მეთაურს შეხვდნენ. დავით რაქვიაშვილის თქმით, ამჟამად ბათუმში მდგომარეობა „სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება“.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ „დამწვარი მანქანები, ქვების სროლა, ადამიანების გამეტება... „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცნობი ხელწერაა“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებში „პოლიტიკურ ელფერსაც“ ხედავს და აცხადებს, რომ ბოლომდეა შესასწავლი „თუ რა იყო მიზეზები, თუ ვინ ედგა სათავეში ამ ყველაფერს და ვინ მოახდინა პროვოცირება“.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით წუხელ ბათუმის საავადმყოფოებში სულ 33 ადამიანი შეიყვანეს, რომელთაგან 15 პოლიციელია. სამართალდამცველებს ძირითადად აღენიშნებოდათ ზედაპირული ტრავმები, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული, ხოლო აქციის მონაწილეები საავადმყოფოებში ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამლვის დიაგნოზით შეიყვანეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში ღამის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ „პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია“ და „სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს“.
ბათუმში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მისი შეფასებით, „ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რაზეც აუცილებელია დროული, გონივრული და მკაცრი რეაგირება მთავრობის მხრიდან!“
ყოფითი შემთხვევა გამოყენებული იქნა დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან სიტუაციის ესკალაციისთვის, ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს.
ბათუმის ქუჩებში ვითარება ისევ დაძაბულია. ადამიანების ერთი ჯგუფი წვავს მანქანებს და აზიანებს ნაგებობებს. აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის მონაწილეები გზებზე დამონტაჟებულ ჯებირებს ხსნიან.
ვიცე პრემიერი ენერგეტიკის მინისტრი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ბათუმში გაემგზავრნენ ადგილზე ვითარების გასაცნობად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.