საერთაშორისო ორგანიზაციამ, Freedom House-მა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ 100 შესაძლო ქულიდან 64 მიიღო და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.
თბილისის მერიის ცნობით, 2 თებერვლიდან „მანი“-ს ახალი ავტობუსები N37 მარშრუტზე იმოძრავებს - სადგურის მოედანი-აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის, დავით გელაშვილის განცხადებით, ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 13 000 კვადრატული მეტრია დამწვარი.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ენზელ მკოიანმა და ნინოწმინდის გამგებელმა, გაგიკ კარსლიანმა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს დეპუტატებთან შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება, სადაც, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, გუშინ ღამით, თბილისის სხვადასხვა უბანში გზის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდა და დაიყარა ტექნიკური მარილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს.
აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ადასტურებს, რომ გერონტი ცატავა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული და გალის ე.წ იზოლატორში იმყოფება, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
ე.წ. ბავშვთა სამყაროს ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, აქციონერთა უმეტესობა თანახმაა, რომ მიმდინარე წლის მოგება დაზარალებულ ადამიანებს გადაუნაწილონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.