სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდა, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაბადების დღეს ულოცავს.
2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, -აღნიშნული განცხადება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ 2016 წლის სტატისტიკის შეჯამებისას გაააკეთა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო მოგზაურთა 2016 წლის სტატისტიკა შეაჯამა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს, რომელსაც დღეს 84 წელი შეუსრულდა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაბადების დღეს ულოცავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს, ილია მეორეს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკშვილი დაბადების დღეს ულოცავს.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა ევროკავშირში, სერ აივენ როჯერსმა თანამდებობა დატოვა. მოელოდნენ, რომ როჯერსი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 2013 წელს მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა დევიდ ქამერონმა დანიშნა, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის, ე.წ. ბრექსიტის მოლაპარაკებებში მთავარ როლს ითამაშებდა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ამას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, „ხელისუფლება ცუდი სასტარტო პირობებით დაიწყებს საარჩევნო კამპანიას“ და ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე, „მათთვის ახლა ნებისმიერი რიგგარეშე არჩევნები საფრთხის შემცველი“ იქნება.
ექსპერტი გია ხუხაშვილი „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს, რომ თუკი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას „ხელების გადაგრეხვით“ შეეცდება, „ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ“ და „ასეთი ტიპის ძალადობაზე ასევე ძალადობრივი პასუხის“ მოლოდინში უნდა ვიყოთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში ხუთი კანდიდატი გადავიდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის თაობაზე გამოხატული მოსაზრების საპასუხოდ ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.