რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა დონალდ ტრამპის დახმარებას გაემარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, - ნათქვამია შეერთებული შტატების სადაზვერვო ანგარიშში.
რა თქმა უნდა, მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი სიმძიმისა და დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ყურადრებას ამახვილებს „საღვთო ზნეობაზე“, რომელიც როგორც პატრიარქი ბრძანებს, „იმდენად მაღალია, რომ მას თვით ყველაზე დახვეწილი და რაციონალური სახელმწიფო კანონებიც კი ვერ შეედრება“.
მაცხოვარმა ჩვენმა ყველა ადამიანური ტკივილი, თვით ჯვარცმით სიკვდილიც, კაცობრივი ბუნებით ჭეშმარიტად განიცადა, რათა, მწუხარებაში მყოფ ნებისმიერ ჩვენგანს, ჰყავდეს მისი სალმობის თანამოზიარე უფალი, რომელიც ღვთაებრივი სიყვარულითა და სიხარულით აღავსებს ყველას, -აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
ფლორიდის ფორტ ლოდერდეილის აეროპორტში მარტო მოქმედმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი მოკლა, დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! დღეს ბეთლემი ,,ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: ,,დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სადაზვერვო სამსახურების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან შეხვედრამდე, რომლის მიზანია ტრამპისათვის ანგარიშის მოხსენება რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის თაობაზე, საკამათოდ ქცეული რუსული ჰაკერული ჩარევა, „ნიუ იორკ თაიმსთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს „პოლიტიკურ კუდიანზე ნადირობად“ შეაფასა.
აქ არიან ჩემი შვილები, აქ არიან ჩემი მეგობრები და მესამე რაც მე გამაჩნდა ეს პარტია იყო, რომელშიც მე ამდენი ხანი ვიყავი. მე სხვა პარტიაში არც ვყოფილვარ. და ჩემთვის ძალიან გულსატკენია ყველაფერი ის, რაც ხდება, რასაც ვუყურებ, რასაც ვაკვირდები, - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ე.წ. მატროსოვის ციხის ეზოში გააკეთა.
სანამ ჩვენს ქვეყანას ეყოლება პოლიტპატიმრები, მანამდე პოლიტიკა საქართველოში იქნება უკიდურესად რადიკალური, - აღნიშნული განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ე.წ. მატროსოვის ციხის ეზოში გააკეთა.
თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. უგულავას ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე გიგი უგულავას პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განუსაზღვრა, პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლებულიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.