შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ, რაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მხრიდან ჰაკერული თავდასხმის ბრალდების გამო ვაშინგტონმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთის პრეზიდენტმა ობამას ქმედების საპასუხოდ ამერიკელი დიპლომატების მიმართ ანალოგიური ნაბიჯი არ გადადგა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები ლარის კურსთან დაკავშირებით, ხელოვნურად ქმნიდნენ აჟიოტაჟს და ცდილობდნენ დევალვაცია მთავრობის მიერ ამ კუთხით დაანონსებულ ნაბიჯებთან დაეკავშირებინათ.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო დაემსგავსა "ამოტრიალებულ პირამიდას", რადგან მისივე თქმით, "გვყავს იმაზე მეტი თანამშრომელი, ვიდრე უნდა გვყავდეს".
წუთი არ გავა რომ არ ვიფიქრო იმ ადამიანებზე, ვისაც უწევთ შემცირება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მიერ ჰაკერული თავდასხმის ბრალდების კვალდაკვალ ვაშინგტონის მიერ ქვეყნიდან რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა გამორიცხა კრემლის მიერ ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა და განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა „დამდაბლდეს“ „უპასუხისმგებლო დიპლომატიის“ დონეზე, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ იმუშავებს, რათა აღადგინოს დიპლომატიური კავშირები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი ექიმი, საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ცისანა შარტავა აცხადებს, რომ პატრიარქის გერმანიაში გადაყვანისა და ქირურგიული ჩარევის საჭიროება მოიხსნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 35 ამერიკელი დიპლომატის "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების ინიციატივით გამოდის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს 2016 წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, 2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება და საპარლამენტო არჩევნები იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.