„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის ვინაობა ცნობილია. მეორე ტურის მეორე ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, სამეურვეო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი ვასილ მაღლაფერიძეს დაუჭირა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს.
საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას თავად პატრიარქი ჩაატარებს.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უთხრა, „გაიზარდოს“, და გააკრიტიკა მისი თავდასხმები სადაზვერვო საზოგადოებაზე.
აჭარაში პოლიციამ ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო მე-2 პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა.
შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის უმაღლესი ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიზეზი, თუ რატომ ჩაერია რუსეთი ამერიკის არჩევნებში, გამჟღავნებული იქნება ანგარიშში, რომელიც მომავალ კვირას გამოქვეყნდება.
თურქეთის პოლიციამ ორი თავდამსხმელი მოკლა და მესამეს ეძებს მას შემდეგ რაც იზმირში, სასამართლოს შენობასთან ავტომანქანა აფეთქდა, რომლის შედეგადაც ერთი პოლიციელი და სასამართლოს ერთი თანამშრომელი დაიღუპა, სულ მცირე 10 ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) სახელმწიფო მედიასა და ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 იანვარი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0611 პუნქტით გაუფასურდა.
სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული პირი დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
მიუხედავად ყველაფრისა, 20 იანვარს ჩატარდება ყრილობა საზეიმო ვითარებაში. არანაირი ლეგიტიმურობის პრობლემა ამ ყრილობას, ბუნებრივია, არ აქვს, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ნიკა მელიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, ყრილობის არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, პარტიის წევრთა ერთი ნაწილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.