საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართა.
აღმოსავლეთ ალეპოდან სირიელი მშვიდობიანი მოქალაქეების და მებრძოლების ევაკუაცია გრძელდება, თუმცა ღამით პროცესი შეჩერებული იყო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ პირობა დადო, რომ რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხის გამოსაკვლევად ზომებს მიიღებს.
თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ იყო ჩართული ჰაკერულ ოპერაციაში, რისი მიზანიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო. ამის შესახებ BBC წერს.
ხმელთაშუა ზღვაში მაისში „ეგვიპტის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსხვერპლთა ნარჩენებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს. ინფორმაციას BBC ეგვიპტელ გამომძიებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპარლამენტმა 7 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვიზის ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული რეგულაცია ევროპარლამენტის 485 წევრის მხარდაჭერით ხუთშაბათს დაამტკიცა. წინააღმდეგი 132 დეპუტატი იყო, 29-მ თავი შეიკავა.
პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შესახებ დადგენილება მიიღო. პროცედურულად, დადგენილების მიღების შემდეგ, საკონსტიტუციო კომისია მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში დაკომპლექტდება და მუშაობას შეუდგება.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ სამინისტროს სხვადასხვა სიპ-ების 200-მდე თანამშრომელს რეორგანიზაცია შეეხოს. მისი თქმით, ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, "როცა დაიწყება, პროცესი იქნება გამჭვირვალე".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობა წარმოდგენილი იქნება 23 წევრით, საპარლამენტო უმცირესობა - 8 წევრით, ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" - ორი წევრით. კომისიის შემადგენლობში იქნებიან ასევე ექსპერტები და არასამთვრობო ორგანიზაციების წარმადგენლები.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე გენერალური მდივნის რანგში სიტყვით ბოლოჯერ გამოსვლისას ბან კი მუნმა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა მინდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება და რომელსაც პოსტზე 10-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პორტუგალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ანტონიო გუტიერეში შეცვლის, განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის „მწუხარების გრძნობით, სირიაში მიმდინარე კოშმარული მოვლენების გამო“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.