ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა „ტრამპის უნივერსიტეტის“ სამ სასამართლო პროცესზე $25 მილიონის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე წამოყენებულია გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
ლიტვის უმაღლესი დიპლომატიური პირი გამაფრთხილებელ განცხადებას აკეთებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა შესაძლოა გამოცდა ჩაუტაროს ნატოს იმ დროის განმავლობაში, სანამ დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ინაუგურაცია მოხდება.
შევეცდებით, მაქსიმალურად კონსტრუქციულად გავაგრძელოთ ის დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ამ წუთებში ცნობილი ხდება რომ შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელ სენატორს ალაბამადან, ჯეფ სეშენსს გენერალური პროკურორის პოსტი შესთავაზა.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში 5 ფრაქცია დარეგისტრირდა. "ქართული ოცნებაც" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" პარლამენტში ორ-ორი ფრაქციით იქნებიან წარმოდგენილი.
პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ ნდობის გასამართლებლად, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.