შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისი მომავალი კაბინეტის წევრების შერჩევის პროცესს განაგრძობს. იგი ბედმინსტერში, ნიუ ჯერსიში, ტრამპის ნაციონალური გოლფის კლუბში გადამდგარ გენერალს, ჯეიმს მათისს შეხვდა, რომელიც „როიტერსის“ ცნობით, თავდაცვის მდივნის ან სხვა მაღალი თანამდებობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შაბათს მით რომნის, 2012 წელს „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს და მის ყველაზე ძლიერ კრიტიკოსს შეხვდა და შესაძლოა მასთან, მის გუნდში მიყვანის საკითხი განიხილა, კერძოდ კი მას სახელმწიფო მდივნის პოსტი შესთავაზა.
დონალდ ტრამპმა, შაბათს, დაიცვა მისი გადაწყვეტილება უფუნქციო ტრამპის უნივერსიტეტში უძრავი ქონების სემინარებისთვის სტუდენტების მიერ გაღებული თანხის უკან გადახდის თანხმობის თაობაზე და განაცხადა, რომ არ აქვს დრო იბრძოლოს თაღლითობის საქმეზე სასამართლოში ახლა, რადგან, „როგორც პრეზიდენტმა, ფოკუსირება უნდა მოვახდინო ჩვენ ქვეყანაზე“.
ყველაზე მძიმე დაბომბვების შედეგად, რაც კი ამ დრომდე განხორციელებულა, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი სირიული ქალაქი ალეპო ფაქტობრივად სამედიცინო ინფრასტრუქტურის და მომსახურების გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ჩვენი მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა, სითბო დავუბრუნოთ ჩვენს მოსახლეობას, გავათბოთ ქვეყანა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში გააკეთა, სადაც ბეტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, - შპს „ასკანგელ ალიანსის“ ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა.
ჩოხატაურს ხელოვნების ახალი სასახლე აქვს, - 2,5 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაგრძელდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გუშინ მოსკოვში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.