საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სამ სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის გახმაურებული მკვლელობის საქმეებზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ნათქვამია მთავრი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვრცელ განცხადებაში, რომელსაც Guardian.ge სრულად გთავაზობთ.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უცხო ქვეყნის პირველ ლიდერთან, იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, იაპონიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ არ დაუსრულებიათ პროტოკოლის გეგმა, თუ ნიუ იორკში, სად და როდის გაიმართება შეხვედრა, ვინ იქნება მიწვეული, ან ზოგიერთ შემთხვევაში ვის უნდა დაურეკონ საკითხების შესათნხმებლად, რომ პასუხები მიიღონ. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს. ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სასამართლოს გზით მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრებს, დეპუტატებს იგორ კონონენკოსა და ალექსანდრ გრანოვსკის დაავალა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს, რომლის მიხედვითაც, სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
ჰილარი კლინტონმა გახსნილად ისაუბრა მის იმედგაცრუებაზე დონალდ ტრამპთან არჩევნებში დამარცხების თაობაზე მას მერე, რაც 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
ნიუ იორკის მერმა განაცხადა, რომ მან შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ადამიანები ქალაქში „შეძრწუნებული“ არიან იმით, თუ რა შეიძლება მოუტანოს მათ თეთრი სახლის მისმა ადმინისტრაციამ.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ იგი არ ცდილობდა მისი შვილებისთვის „უსაფრთხოების ნებართვის“ მიღებას, რაც მათ კლასიფიცირებულ სამთავრობო ინფორმაციებზე წვდომის საშუალებას მისცემდა.
საჰაერო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო ნინუამ და საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა გიორგი ცაბაძემ თანამდებობები დატოვეს. ამის თაობაზე მათ საგანგებოდ ჩატარებულ პრეს კონფერენციაზე განაცხადეს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ მისი სურვილია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში "ნორმალური პოლიტიკური პროცესი " იყოს.
ანტი-საემიგრაციო ძალისხმევის არქიტექტორი, რომლის თქმითაც, იგი უწევს რჩევებს პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას შესაძლოა სწრაფად, კონგრესის მოწონების გარეშე შეუდგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.