საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, 24 თებერვლამდე პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა შეუძლებელი იქნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 30 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საინფორმაციო ვებგვერდზე, Just The News-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, გაავრცელოს დამაზარალებელი ინფორმაცია, რომელიც მას ბაიდენის ოჯახზე გააჩნია. ინტერვიუში ტრამპმა წამოაყენა დაუმტკიცებელი პრეტენზია რუსეთში ჰანტერ ბაიდენის საქმიანი გარიგებების შესახებ და სთხოვა პუტინს, გამოაქვეყნოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება გააჩნდეს ამ სიტუაციის შესახებ.
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წარუდგინა.
დღეს ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან ხელი მოეწერა ყველა წარდგენილი კანდიდატის დანიშვნას დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს ნიშნებს იმისას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები „წინ მიიწევს ეფექტური გზით“, რადგან აშშ ვერ უყურებს რუსეთის მხრიდან „ნამდვილი სერიოზულობის ნიშნებს“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა.
GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი „რადიკალურად შეამცირებს სამხედრო მოქმედებებს“ ორ ფრონტზე - კიევისა და ჩერნიგოვის ფრონტებზე, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრს ჯეიმს ჰიპის შეხვდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და წარმატებული პარტნიორობა. მან ბრიტანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.