აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს. საბჭოს განხილვის მთავარი თემა სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენები იქნება, სადაც „როიტერსის" ცნობით, უკანასკნელ დღეებში, სისხლისმღვრელი მოქმედებები განახლდა.
ახლა ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა იმ რეალობაში, როდესაც ის ვეღარ წავა პოლიტიკიდან, - დავით უსუფაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე დავით უსუფაშვილი მეწარმეების მიმართ მიმართვას ავრცელებს.
გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა მოგვარდეს, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წნორში მოსახლეობასთან შეხვედრისას.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, სრულიად ახალი 53 კმ-სიგრძის გზის მშენებლობა იგეგმება. პროექტის ფარგლებში აშენდება 90 ხიდი და 40-მდე გვირაბი.
არჩევნების მეორე დღიდანვე ძალიან მაღალი ტემპით გაგრძელდება ქვეყნის სწრაფი განვითარების გეგმა, რომელიც დაწყებულია; სისწრაფე აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ის რეგიონული უპირატესობები და კონკურენტუნარიანობა, რომელიც გააჩნია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წნორის მოსახლეობასთან შეხვედრისას.
დღეს არის აბსოლუტურად წყნარი საარჩევნო გარემო და მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ნერვებმა არ უმტყუნოს არავის და მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დედოფლისწყაროში ადგილობრივებთან შეხვედრისას გააკეთა.
აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მივიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა და ჩვენი აგური დავდოთ საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა დედოფლისწყაროს მოსახლეობასთან შეხვედრისას, სადაც დედოფლისწყაროელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წარუდგინა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის სამდღიანი ვიზიტის შედეგებს აჯამებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ვიძლევით პირობას, რომ ოთხი წლისთავზე, ჩვენ გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი კეთილმოწყობით, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა, მდივანმა კახა კალაძემ საგარეჯოში, სადაც ადგილობრივებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წარუდგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.