ჩვენ გვინდა, რომ საქართველოსთან ერთად ხარობდეს აფხაზეთი, საქართველოსთან ერთად გახარებული იყოს ცხინვალის რეგიონი, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, სადაც ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა.
"ქართული კომპანიები უნდა მოვამზადოთ ექსპორტისთვის და ასევე იმისთვის, რომ მათი პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი იყოს", - აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.
მნიშვნელოვანია რომ ქართველი ინვესტორები ევროპულ სტანდარტებს გაეცნონ, შექმნან ქართული პროდუქტის ევროპულ ბაზარზე ექსპორტირების ახალი მარშრუტები, - გიორგი კვირიკაშვილი.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ინტერნეტსივრცეში აუდიოჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტაბილური სიტუაციის არევისკენ მიმართული ყველა მცდელობა, ჩახშობილი იქნება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.
ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა.
საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, იან კელის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თუმცა იყო ინფორმაცია დაშინების ფაქტებზე, რის შესახებაც მთავრობას აცნობეს.
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სრულდება.
მართლმადიდებელი ქრისტიანები 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.
„ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაშუშოთ იარები, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის“, - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გმირთა მოედანზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.