ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა და სახელმწიფო გადატრიალების მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები განცხადებას აკეთებენ.
სააკაშვილი აუცილებლად ჩაჯდება ნომერ მე-9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, სადაც მისთვის გამზადებულია მისი გაბარიტებისთვის საკმაოდ ვიწრო, თუმცა მაინც კომფორტული საკანი ყოველგვარი ცოცხების და ყოველგვარი წამების გარეშე, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა.
ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩი" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ პოლიტიკური გაერთიანება "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა, აცხადებს, რომ მას ბურჭულაძე აშანტაჟებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაბარების უწყებები ნუგზარ წიკლაურისა და აკაკი მინაშვილის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ სხვა წევრებს – პეტრე ცისკარიშვილს, გიგი წერეთელსა და ირმა ნადირაშვილს გაუგზავნა.
საარჩევნო ბლოკიდან ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” "გირჩის" გასვლის თუ "გაშვების" შემდეგ, შესაძლოა ბლოკს კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო" გამოაკლდეს.
"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა განაცხადა, რომ "გირჩი" სიიდან ამოიღო, რადგან დარწმუნდა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილისაგან ფინანსდებოდა. მან ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და იგი არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი არ იქნება.
100 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი ინვესტიცია კასპში, - საინვესტიციო პროექტი, რომელიც კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის სრულ მოდერნიზაციას და კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობას გულისხმობს, დღეს დაიწყო.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, თავი შეიკავოს საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევისა და დაძაბულობის მუხტის შეტანისგან.
არ დავუშვებთ იმას, რომ ვიღაცებმა ქვეყანაში რაღაც გადატრიალებები და სისხლისღვრები მოაწყონ, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.