მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველების ევროპულ და ევროატლანტიკურ ამბიციებს, საქართველოს ადგილი გაერთიანებულ ევროპაშია, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელ „Facebook”-ში წერს.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მათეუშ მორავიეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა.
დიდი მადლობა ბატონ პრემიერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ძეგლის აქ გახსნის შესაძლებლობისთვის. ქართულ-პოლონური მეგობრობა არის ძლიერი, დღევანდელ დღეს არსებული ეგზისტენციალური საფრთხეების მიუხედავად რუსეთის აგრესიის გამო, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა.
გზა, რომელიც ამოირჩია საქართველომ, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვიღაცისთვის, ვიღაცის წინააღმდეგ ვაკეთებთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ, ვაფასებთ საქართველოს არჩევანს და გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირშიც იქნება ეს ხმა გაგებული, რომ ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის განვითარებას, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს-ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და პოლონეთი ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარს უჭერს- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მინდა აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
შეხვედრაზე ჩვენ ვრცელი საუბარი გვქონდა, ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განაცხადზე, რაც მართლაც ისტორიული ნაბიჯია და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩემთვის ძალიან სასიხარულო და დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია პოლონეთის მიმართ, როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურ და ყველა სხვა დარგში, მაგრამ ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ პიროებში ხორციელდება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისხტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ქარტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, უკრაინას ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით რეზოლუციების თანასპონსორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.