სანამ „ახალი ენგური“ არ გვექნება, მუდამ ვიქნებით რუსეთის ენერგოშანტაჟის ქვეშ. ასეთი „მეორე ენგური“ იყო ნამახვანი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი.
უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტიუსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს და მიმდინარე წლის განმავლობაში, 60 ოჯახის მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად,შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გარანტირებული ნეიტრალიტეტის“ გამოცხადებასთან ერთად, ანუ გარანტორების (აშშ, რუსეთი, ნატო, ევროკავშირი) მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა, ავტომატურად უნდა ითვალისწინებდეს, - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მის დეოკუპაციას და უსაფრთხოების გარანტირებას, ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფოებრიობის ხელშეუხებლობას"!
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
თბილისის მერიის მიერ შექმნილ ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები განაგრძობენ უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით პროდუქტების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების ნივთების მიტანას.ამჯერად პროცესში ჩაერთო „კოკა კოლა“, „არ ემ ჯი ჯგუფ“, „ევროპროდუქტი“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო დღეებში დაიწყო ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მტრობას. ერთ-ერთი ასეთი თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე ახსენა „ომის პარტიის“ ლიდერმა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მათ თავიანთ მედიასაშუალებებში შიდაპროპაგანდა და თანამშრომლების დარწმუნებაც კი დასჭირდათ, რომ თემის აქტუალიზაცია მოეხდინათ და საკითხის წამოწევა დღეს, სააკაშვილის განცხადებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაბედეს, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.