საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ჩანს, შეცდომაშია შეყვანილი, ვარაუდი მინდა გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა და კითხვებიც მოიხსნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ქართულმა ოცნებამ“ თავისი პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით სალომე ზურაბიშვილი გაუყენა მარგველაშვილის გზას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
GUARDIAN.GE - იაპონიის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონია დამატებით კიდევ 17 რუსის აქტივებს გაყინავს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციების სამიზნე ჯგუფში მოხვდნენ მილიარდერ იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის წევრები და რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვეკსელბერგი.
რუსების ისტორიული კატასტროფა და ტრაგედია ისაა, რომ სახელმწიფო კონსტრუქცია ვერ ააგეს, ისტრიული ტრაექტორია განვითარებისა არ იყო უწყვეტი და საკუთარი კულტურული წიაღიდან გამომდინარე: წყვეტები იყო უზარმაზარი ნახტომებით და სრულიად სხვადასხვა პარადიგმებზე აგებული!
ლიბერთი ახალი სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შექმნას. ამჯერად, ბანკი მომხმარებლებს როგორც პირადი, ასევე ბიზნეს მიზნებისთვის საგაზაფხულო აქციას სთავაზობს.
დღეს ცხადი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილის ტექსტები ერთიანობაზე, სრული ფიქციაა და მან ბოროტად ისარგებლა საზოგადოების ნდობით და ცინიკურად გაუჩინა ყველას ფუჭი მოლოდინები, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, წარდგა.
„რუსეთის აგრესია ჩვენი მოძმე უკრაინის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება. უკრაინელი ხალხი განსაკუთრებული ერთიანობით, სიმტკიცით და სიმამაცით აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ - ურყევია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.