ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, კამპანია რომელსაც იწყებს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 81კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში იაპონელ მეტოქესთან ტაკანორი ნაკასესთან დამარცხდა.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 81კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალში ამერიკელ სტივენსთან დამარცხდა და მე-3 ადგილისთვის იბრძოლებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა ქალაქ ამბროლაურში მოსახლეობას, ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატად ამბროლაურის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინათ ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტთან ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, აღარ შედგება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ევროპელი ლიდერები ამგვარ გადაწყვეტილებამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ანკარამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდგომ მასობრივი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.
კარგია რომ რუსეთ-თურქეთის დაახლოებას ვხედავთ, მათი დაახლოება ნატო-სთვის საფრთხეს არ წარმოაგენს, - აღნიშნული განცხადება გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.