საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ივა ჩიღვინაძესთან დაკავშირებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს: "სირცხვილია, ადამიანს დააბრალო მკვლელობა, რომელიც არ ჩაუდენია".

სრულად...

"თუკი ახალი თავდაცვის მინისტრი ჩათვლის, რომ მე აღარ უნდა ვიკავებდე თანამდებობას, დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ", - განაცხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ.

სრულად...

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება. მანვე თქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა ხვალ გაიმართება.

სრულად...

რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ თურქეთსა და რუსეთს შორის არსებულ ცივ ურთიერთობას პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა გაალღობს. მიმომხილველებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის ტემპი ანცვიფრებთ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.

სრულად...

რუსეთი ვერასდროს გაექცევა იმ უსამართლობას, რაც მისი მეზობელი ერის წინააღმდეგ ჩაიდინა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.

სრულად...

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია აცხადებს, რომ სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შესწავლა მიმდინარეობს.

სრულად...

მე ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირკაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მთავრობის წევრებთან ერთად მიაგო.

სრულად...

დიდი იმედი მაქვს, რომ  თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, - აღნიშნული განცხადება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა,  თინა ხიდაშელმა გააკეთა.

სრულად...

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა. რუსულ აგრესიას საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა.

სრულად...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის შემდეგ კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი