GUARDIAN.GE - ევროპის სახელმწიფოები გმობენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 36 918 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 936 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 982 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „დღეს, 24 თებერვალს, 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს ჩვენი ობიექტების აღმოსავლეთში, ასევე წამოიწყეს სარაკეტო დარტყმები ბორისპოლის, ოზერნომუს, კულბაკინომუს, ჩუგუევის, კრამატორსკის და სხვა აეროპორტებზე. ამავე დროს, აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლების საარტილერიო დაბომბვა დაიწყო . უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ტანკერის საჰაერო თავდასხმას პასუხობენ. სახელმწიფოს თავდაცვის ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ოდესაში რუსული ჯარების მედესანტეების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“.
ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ჩვენი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად, ვითვალისწინებთ რა და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში უწოდა „უსამართლო თავდასხმა რუსული ძალების მიერ“ და აღნიშნა, რომ „მთელი მსოფლიოს მლოცველები ახლა უკრაინელ ხალხთანაა“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა.
თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იუნკერების თავგანწირვა ჩვენს მეხსიერებაში დარჩა, მათი გმირობის მაგალითი ჩვენი თაობებისთვის სახელმძღვანელოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 თებერვალი 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნის დღეა. თავდაცვის მინისტრმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.