მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, განსაკუთრებით ამ მძიმე ფონზე და მართლაც, უაღრესად დაძაბული სიტუაციაა. ამას ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, პირველი რიგში, ჩვენი უკრაინელი კოლეგები. ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მხარდაჭერის და სოლიდარობის კიდევ ერთხელ გამოხატვას ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. მათ ეს ძალიან კარგად იციან, მადლიერი არიან საქართველოს პოზიციით, რაც არის გაჟღერებული ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 32 470 ვლევა ტესტით, მათ შორის 18 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 186 PCR ტესტით.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებობს სამხილები იმის თაობაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში, 1945 წლის შემდეგ“. როგორც მან BBC-ის განუცხადა, „ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გეგმის განხორციელება გარკვეულწილად დაწყებულია“. ჯონსონმა, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მსგავსად თქვა, რომ რუსეთს განზრახული აქვს უკრაინაში შეჭრა და მისი დედაქალაქის, კიევის ალყაში მოქცევა.
პოლკოვნიკ პუტინს, „ჰიპერზვუკავოი“ ბირთვული რაკეტებით დასავლეთის დაშინების „ა“ გეგმა ჩაეშალა, ანუ დასავლეთმა „არ დაზადნა“, ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების და ნატო-ს 1997 წლის პოზიციებზე დაბრუნების რუსეთის „მოთხოვნას“ - სასტიკი უარით უპასუხა!
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა. ანიტა ანანდთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ კანადელ კოლეგას განსაკუთრებული პარტნიორობისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა დღეს ისრაელის დელეგაციასთან, პრემიერ-მინისტრი ხვდება რამდენიმე ქვეყნის დელეგაციებს - ისრაელის დელეგაციასთან პრემიერმა ისაუბრა ჩვენს ურთიერთობაზე, იმ საკითხებზე, რაც უკვე დაწყებული გვაქვს ისრაელთან, ეს ეხება სამხედრო ინდუსტრიას, ეს ეხება სხვადასხვა სფეროებში ჩვენს თანამშრომლობას. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას კავკასიასა და ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიუნხენში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფება.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 47 640 ვლევა ტესტით, მათ შორის 28 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 752 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.