ხვალ რუსეთის ფინანსურ სისტემას გაუთენდება შავი დღე. დღეს კვირაა და ბევრი ხვალ გაიგებს, რა უბედურება დაატყდათ თავს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

სრულად...

GUARDIAN.GE - დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოებმა 26 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადეს, რაც რუსული ბანკების ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საკვანძო საერთაშორისო სისტემიდან, Swift-დან გაძევებას და რუსეთის ცენტრალურ ბაკნზე შეზღუდვებს მოიცავს. ეს ღონისძიებები ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები რუსული ვალუტის მხარდასაჭერად -სანქციების ეფექტის შესუსტების მიზნით.

სრულად...

მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს და გაცნობებთ, რომ ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობას საკომისიოს გარეშე შეძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბერთი ბანკი ავრცელებს.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის სამხრეთით მდებარე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მან უკრაინაში განალაგა ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც რუსულ ჯარებს შეუერთდნენ.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. უკრაინის ელჩი საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

სრულად...

კიევის ჟულიანის აეროპორტის სიახლოვეს საცხოვრებელ კორპუსს ჭურვი მოხვდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, „თვითერზე“ დაწერა, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ახალი დღე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან საუბრით დაიწყო: „იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა ჩვენი პარტნიორებისგან უკრაინისკენ მიემართება. ომის საწინააღმდეგო კოალიცია მუშაობს“, - წერს ზელენსკი. 

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „თვითერზე“ თავისი თავისთვის გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იგი კიევის ცენტრალური ქუჩიდან მიმართავს თანამემამულეებს და უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს მან მოუწოდა უკრაინის არმიას დანებდეს რუსულ ჯარებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე ცხარე ბრძოლების ფონზე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჟინებით მოუწოდა თავის თანამემამულეებს „მტკიცედ დადგნენ“ აგრესორის წინააღმდეგ და უარი უთხრა ამერიკელებს მისი ევაკუაციის დახმარებაზე . „ბრძოლა აქ არის“, - თქვა მან.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი