ხვალინდელი დღის იმედი მივცეთ ადამიანებს და ჩვენ ყველამ ერთად, ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისი, "წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი" უნდა განახლდეს და დედაქალაქში მეტი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას.
"პარლამენტში გუშინ დაიწყო კამპანია, სახელწოდებით "საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი და წარსულში რადიო "თავისუფლების" ერთ-ერთ ხელმძღვანელი დონალდ ჯენსენი "ამერიკის ხმა"-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ტერორისტების არსებობის მოტივით, რუსეთმა შესაძლოა "პანკისში შესვლა" განიზრახოს.
ჰილარი ქლინთონი და ბერნი სანდერსი დემოკრატების კანდიდატთა პირველ, ერთი-ერთზე, სცენაზე მესამე პერსონის მონაწილეობის გარეშე გამართულ სატელევიზიო დებატებში Wall Street-ს ადა საგარეო პოლიტიკაზე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ.
ამ დროისათვის ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჰილარი ქლინთონი და ბერნი სანდერსი, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლის პიკზე, ერთი-ერთზე პირველ დებატებს გამართავენ. ნიუ ჰამპშერის სატელივიზიო დებატები პირველი იქნება მას შემდეგ, რაც აიოვაში დემოკრატების საარჩევნო კამპანიამ ამ ორ პოლიტიკოსამდე შეამცირა კანდიდატების რაოდენობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა, არსებული საკონსტიტუციო რეალობის გათვალისწინებით, არაადეკვატურია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც თავად ან თუნდაც დეპუტატი გოგი თოფაძე.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით დაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.