იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განუცხადა. ქადაგიძეს ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საქმეზე კითხავენ.
თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე მომუშავე გაერო-ს კომისიამ "ვიკილიქსის" დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საჩივარი დააკმაყოფილა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტრო ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით ჟენევიდან ინფორმაციას მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.
კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოების გაერთიანება მართებული არ იქნება, რადგან ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის სტრუქტურას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ავრცელებს.
13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელი 27 ფიზიკური პირისთვის 74 ათას დოლარზე მეტ ფულადი ანაზღაურება გამოიყოფა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მთავრობა კრიზისებისა და უშიშროების საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ მოქცევას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" შესაბამის ინიციატივაზე კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
"მაესტროს" დირექტორის პოსტზე ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მის ძმას ლევან გაჩეჩილაძეს ასახელებს, პარტნიორთა კრების დაწყებამდე ბაია გადაბაძის დირექტორობიდან გადადგომის მოტივად კი იგი ტელეკომპანიის რეიტინგის კატასტროფულ დაცემას ასახელებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ ჟურნალისტები საკუთარი კაბინეტიდან გააძევა. მასმედიის წარმომადგენლებს დეპუტატთან მის მიერ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის ჩაწერა პარლამენტში მდებარე მის კაბინეტში სურდათ, თუმცა თოფაძემ მათ უარი განუცხადა კომენტარზე და აღნიშნა, რომ ის კომენტარს მხოლოდ პირდაპირ ეთერში გააკეთებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.