საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს.
სახელმწიფო დეპარტამენტს ალბათ აცნობებენ შესაბამისი უწყებები, რომ "რუსთავი 2"-ის საკითხში მთავრობის მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ჯონ კირბის მიერ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი"რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დღეს ტელეკომპანია "რუსთავი 2" არ არის მიუკერძოებელი, მაგრამ არის დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან. ამის შესახებ აშშ-ში მყოფმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" ჩართვისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საკითხის განხილვაში საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელში განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელში, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.3838 ლარი გახდა.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში მოწმენი გავხდით განსაკუთრებული აჟიოტაჟისა "ქართული ოცნების" მხრიდან "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში , - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
წინა ხელისუფლების განცხადება, რომ 2006 წელს სრულიად მოხდა რუსული გაზის ჩანაცვლება არის დიდი სიცრუე, 2006 წელსაც საქართველო 99%-ით იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით "გაზპრომთან" აქტიურ მოლაპარაკებებს მართავდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.