“თავისუფალი დემოკრატების” ხობის ორგანიზაცია დღეიდან ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ დღეს ხობში გამართულ ბრიფინგზე ამავე პარტიის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა ლიდერმა ნუგზარ შუშანიამ განაცხადა.

სრულად...

არსებობს პოლიტიკური მორალის რაღაც ზღვარი, რომელსაც ყველაზე მარგინალმა, ბანკროტმა პოლიტიკოსმა თუ პარტიამ არ უნდა გადააბიჯოს, - ეს განცხადება დღეს გამართულ პრეს-კონფრენციაზე ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ "გაზპრომის" თემაზე საუბრისას გააკეთა.

სრულად...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ომარ ხ. დააკავეს.

სრულად...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ „ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) და მის მიერ ჩატარებული კვლევების ნდობის ხარისხთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობა გამოკითხა. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 65% პროცენტი არც NDI-ს ენდობა და არც მის მიერ ჩატარებულ კვლევებს.

სრულად...

საქართველოს მთავრობა დომინიკის თანამეგობრობას ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად 30 000 აშშ დოლარით დაეხმარება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული თანხა, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა.

სრულად...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ინიციატივით გამოდის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეყვანაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

სრულად...

3 მილიონამდე თანხის მითვისების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა, დღეს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი დაკითხონ.

სრულად...

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო პროცესი მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ 22 ოქტომბრამდე გადადო. მოსამართლის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა "რუსთავი2" -ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას  დარბაზიდან გაძევება.

სრულად...

თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სადაც „რუსთავი2“-ის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გააძევეს. პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებმაც დატოვეს.

სრულად...

გორში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს კარი აუჭედეს. ინციდენტისას ოფისში “ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი