ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან წყლის მილი გასკდა, რისი მიზეზიც სავარაუდოდ, ადგილზე მძიმე ტექნიკის მუშაობა გახდა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ამ წუთისთვის სახელმწფიო ხაზინაში ანგარიშზე და კომერციული ბანკების ანგარიშზე მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა გუშინ საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
13-14 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით ამ დროისათვის გარდაცვლილადაა გამოცხადებული 19 ადამიანი, აქედან იდენტიფიცირებულია 17, მიმდინარეობს 2 ცხედრის იდენტიფიცირება. ამის შესახებ ნათქვამია კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებაში.
თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ ხალხს სამძიმიმარს უცხადებს.
არქიტექტორი, ექსპერტი გიგა ბათიაშვილი ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას წინა ხელისუფლების მიერ ხუშტურებზე დაწყებული მშენებლობებით ხსნის.
საგანგებო შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაოები დროებით შეჩერდეს, მოხალისეები და ტექნიკა ამოყვანილი იქნას კრიტიკული ზონებიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც გმირთა მოედანზე თბილისის მერ დავით ნარმანიასთან ერთად მოვიდა და შტაბის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, ვერეს ხეობასა და ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერმა წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე განთავსებულ დაზარალებული ოჯახებთან შეხვედრაზე განაცხადა.
გმირთა მოედნიდან ვარაზისხევის მიმართულებით მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალისთვის გაიხსნება. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
112 – ს ცვლის უფროსი თამარ პაჭკორია 13-14 ივნისის თბილისის საშინელი ტრაგედიის დროს მისი და მომიჯნავე სამსახურების მუშაობის შესახებ TV Free -ს უყვება და ამბობს, რომ სტიქიური უბედურების ზონაში პატრულის თანამშრომლებმა და მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს დაზრალებულთა დასახმარებლად
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.