უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა 13–14 ივნისს, რომელმაც ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე იმსხვერპლა, არავის ეგონოს, რომ ეს "ჩვეულებრივი სტიქიური" მოვლენა იყო და მისი ლიკვიდაციის შემდეგ, ძველებურად გაგრძელდება ცხოვრება!
თბილისში და მის შემოგარენში სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობა და საგანგებო შტაბის მიერ გაწეული საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ადამიანებს მადლობას უხდის.
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. როგორც ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა, ბოლო მონაცემებით, კიდევ ერთი მიცვალებული მაშველებმა დაახლოებით ერთი საათის წინათ ზოოპარკის ტერიტორიაზე, სახლის დაშლის შედეგად იპოვეს.
გეოლოგების შეფასებით, სტიქიური უბედურება ქალაქის არასწორად დაგეგმარებამ, პროექტების არარსებობამ, გეოლოგიური მდგომარეობის გაუთვლელობამ და „კარის ინჟინრებზე“ მინდობილმა პოლიტიკამ გამოიწვია.
თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ეკლესია მეურვეობას გაუწევს. სიონის საკათედრო ტაძარში პანაშვიდის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქალაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მცხეთა-თბილისის სამღვდელოება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება.
ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის დროს დაკარგულთა რიცხვი, 24- დან 10-მდე შემცირდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.
ნოდარ ხადურის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის 40 მილიონი საკმარისი არ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობას სთხოვს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ ისარგებლონ ავტომანქანებით, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "ლევილში" განაცხადა, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული 16 ოჯახი განათავსეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.