ლაგუნა ვერეს მიმდებარედ თეთრი ვეფხვი მამაკაცს თავს დაესხა და დაგლიჯა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მტაცებელი დაჭერილი არ არის.
თვითმხილველების ინფორმაციით, "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ვეფხვმა სავარაუდოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს როგორ დაიჭირა ვეფხვმა მამაკაცი. რამდენიმე ადამიანმა გამოქცევა მოახერხა. ხალხი პანიკაშია.
გმირთა მოედანზე, ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა ვეფხვი შენიშნეს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს.
პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამასთან საქართველოს პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
სტიქიიდან სამ წუთში იყო გამოსული ყველა დანაყოფი. ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იქ შრომობდა. მას უკვე გადარჩენილი ჰყავდა 7 ადამიანი", - განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა.
„ვერეს ხეობაში ახალი მშენებლობების დაწყებამდე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. კვლევები რომ ჩატარებულიყო, ხეობაში წარმოქმნილი ღვარცოფული ნაკადის პროგნოზირება შესაძლებელი იყო“,- აღნიშნული განცხადება გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, კომპანია „ჯეო ინჟინერინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ომარ ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვერეს ხეობის დატბორვასთან დაკავშირებულ მიზეზებს პროკურატურა სწავლობს, თუმცა მინისტრი არ აკონკრეტებს რა მუხლითაა აღძრული სისიხლის სამართლის საქმე.
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, 900 მმ-იანი მაგისტრალური მილდენის დაზიანების შედეგად, ვაკისა და საბურთალოს ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეუწყდება, - ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკომისია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს დამატებით თანხას გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.