თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკამყოფილა და ლაშა მხარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე შეუფარდა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტს გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუკი სამინისტროები პრემიების გაცემაზე უარს იტყვიან, საერთო ჯამში, დიდი თანხა დაგროვდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს, – სამთავრობო კომისიამ კვალიფიციურად ცნო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და „ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის და Power China კონსორციუმის“ განაცხადები.
პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2015 წლის I კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის I კვარტალში 175 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 34 პროცენტით ნაკლებია.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანლის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, რუსეთი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავისი სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები აქვს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის ე.წ. "კაბელების საქმესთან" დაკავშირებით შეხვედრა შედგა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2014 წელს ქვეყნის მიერ განხორციელებულ მიზნებსა და საშუალოვადიან პერსპექტივებში არსებულ ამოცანებზეა ყურადღება გამახვილებული.
ერთკვირიანი წვიმისა და სეტყვის შედეგად დაზარალებული დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებისაგან ითხოვს. დუშეთის გამგეობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები
მეტეხის საგვირაბო კომპლექსის გაგრძელებაზე არსებულ ხიდებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხიდის ერთი მიმართულების ასფალტის ქვედა ფენის დაგება, რის შემდეგაც ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.