ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათი-საირმის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს. მოსული უხვი ნალექის შედეგად გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებული იყო.

სრულად...

"ბუსტერდოზის" გაკეთების ვადა ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში სამ თვემდე მცირდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარ ფაქტი - საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას თანაპარტიელის არჩევა - პარტია „საქართველოსთვის" და „ნაციონალური მოძრაობის" საერთო თამაშს წარმოადგენს და ამით, ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის" და „ნაციონალური მოძრაობის" კოალიცია.

სრულად...

GUARDIAN.GE -ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი არის „მკვლელი“, რომელმაც „პრაკტიკულად გაანადგურა მთელი მსოფლიო“ კოვიდ-19-ის პანდემიით. ტრამპის Fox News-თან ინტერვიუს საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა თქვა, რომ პანდემიის შედეგად ათასობით ამერიკელის დაღუპვაში ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიუძღვის.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 43 437 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 020 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 417 PCR ტესტით.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. ბაქოში მან შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

სრულად...

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მიმართულებისა, აქტიური გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა დილიდან მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს.

სრულად...

რამინ თარაშვილი არ ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასს. იგი არასდროს ყოფილა ხელდასხმული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და ამასთან, გაურკვეველია მისი რელიგიური კუთვნილება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სრულად...

მსოფლიო ქვეყნებში საქართველოს წარმომადგენლობებს საკვანძო ადგილი უკავია საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან ურთიერთობებში, ჩვენს დიასპორასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი