არც ერთი წუთით არ ვივიწყებთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი დიდი ოცნება და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.
ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უმუშევრობა, მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ, მეტი კეთილდღეობა იყოს და ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი საინტერესო ნაბიჯი იყო, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Rothschild-ი დავიქირავე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების - ელჩების კონფერენციაზე განაცხადა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. უწყების ცნობით, შესაბამისად, მას შესაძლებლობა მიეცემა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.
მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადობრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს - ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს, - ამის შესახებ საქართველოს რემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე წერს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
როდესაც საქმე ეხება ქვეყნის სტაბილიზაციასა და მშვიდობიან განვითარებას, ყველა მორალური პრინციპები უნდა გადაიწიოს მეორე პლანზე, ამიტომ სალომე ზურაბიშვილმა მეტი გამბედაობა და სითამამე უნდა გამოიჩინოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი შოთა შალელაშვილი წერს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმუნიზაციის საბჭოს წარუდგენენ წინადადებას, რომ საქართველოში, იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალონ არა ორჯერ აცრილი, არამედ „ბუსტერ“ დოზით ვაქცინირებული პირები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალასთან საგზაო სამუშაოების საწარმოებლად აშენებული საამქროს ჩამოშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
1-დან 10 იანვრამდე საჯარო უწყებებში უქმე დღეები გამოცხადდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მობილობის შემცირების მიზნით მიიღო. ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დაწესებულებებსაც.
უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.