საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, 60 წლის იუბილე მიულოცა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში აუდიოჩაწერის კანონიერება შეისწავლა.
ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში საწვრთნელი პირველი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სამხედრო ფიცი დადეს. დღეიდან ისინი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან. რეკრუტებს კურსის წარმატებით დასრულება ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა, საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა და საწყისი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის 2022 წლის ზაფხულში საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
GUARDIAN.GE -კორონავირუსის წინა ვარიანტებთან შედარებით, „ომიკრონით“ დაავადებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია 50-დან 70 პროცენტამდე ნაკლებად არის მოსალოდნელი, - იტყობინება BBC დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, ადრეული კვლევები „გამამხნევებელია“, მაგრამ ამის მიუხედავად, „ომიკრონის“ ვარიანტმა მაინც შესაძლოა, რომ ბევრი ადამიანის საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება წარმოშვას, რადგან ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებნა, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ისტორიული არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა ამოიღეს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 43 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 654 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 375 PCR ტესტით.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან მალე საბრალდებო სკამზე იჯდება და მასთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ პარლამენტარებიც იჯდებიან - „სპეციალური გალიების გაკეთება გახდება საჭირო, რომ მთელი ეს პარლამენტი დაეტიოს“.
რამდენიმე წუთის წინ უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო, აფეთქება მოხდა გლდანში, - ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ სატარიფო სისტემაზე მედიასთან კიდევ ერთხელ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადახდის ახალი სისტემა მთლიანად მგზავრის ნებაზეა დაფუძნებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.