სააღდგომო ტურზე მოთხოვნა, შარშანდელთან შედარებით, განახევრდა. ტურისტული კომპანიების ერთ ნაწილში აცხადებენ, რომ შეკვეთები კატასტროფულად შეუმცირდათ. მეორე ნაწილი მდგომარეობას ოდნავ უკეთესად მიიჩნევს, თუმცა სტაბილური ვითარება თითქმის არსადაა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ, გასულ წელს, შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.ამასთან, გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილის წილი.
სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა ხვალიდან ამოქმედდება. როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, პრინციპები უკვე განსაზღვრულია.
ამერიკულ მედიაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც არსებული ინფორმაციით, მან ჰილარი ქლინთონს ელექტრონული ფოსტით მისწერა, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს. იგი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს უმრავლესობის შიგნით დაპირისპირება არსებობს, ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.
შსს-ს აჭარის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მამუკა ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
დიდ ბრიტანეთში 7 მაისს საპარლანეტო არჩევნები დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქამერონმა პარლამენტის დათხოვნის თხოვნით დედოფალს უკვე მიმართა.
ნოდარ ხადური ცოტა ხნის წინათ ფინანსთა სამინისტროს მიერ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ღონისძიებისთვის 67 ბიზნესკლასის "ტოიოტა ქემრის“ შეძენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ხსნის, თუ რატომ იყო მიზანშეწონილი ახალი ავტომანქანების შეძენა და ამისათვის 4,7 მილიონი ლარის გადახდა.
მილიარდერი ჯორჯ სოროსი ამბობს, რომ მას აქვს “უკრაინაში ინვესტირების კონკრეტული იდეები, ძირითადად, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის პროექტებში“. როგორც სოროსმა ავსტრიულ გაზეთ „დერ სტანდარტს“ განუცხადა, მთლიანად უკრაინას 50 მილიარდი ევროს ინვესტიციები სჭირდება.
,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, “ქვეყანაში ტერორიზმის სერიოზული სიმპტომებია” და ამის გამო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ და სათანადო ზომები მიიღონ. ამის შესახებ ბათიაშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში” ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.