კახა კალაძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან ადრე წავიდა და ამისთვის როგორც კოალიცია, ასევე ხალხი მზად არ იყო. როგორც ვიდეოდიალოგისას კალაძემ აღნიშნა, ექსპრემიერის დაბრუნება პოლიტიკური პროცესებისთვის დადებითი იმპულსის მიმცემი იქნება.
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” ის მისია შეასრულა, რის გამოც შეიქმნა და ყველასთვის ცნობილია, რომ ადრე თუ გვიან ის დაიშლება.
პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზვიად ჯანყარაშვილი გია უდესიანთან ბიზნესპარტნიორობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს რამდენიმე დღეში თავად უპასუხებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანყარაშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ დღეს განუცხადა.
ძლიერი ქარის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ელექტროენერგია 17 308 აბონენტს არ მიეწოდება. რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჯამში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 6 900 აბონენტია დარჩენილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, “საზოგადოება 2030″-ის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 5 ათასი ლარი არის ის მინიმუმი, რითაც შეიძლება დღეს საქართველოში კარგი მინისტრი დაიქირავო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი არმაზ ახვლედიანის შეცდომებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივნის თანამდებობაზე დარჩენა მიზანშეწონილი არ იქნება.
ვინც „ასავალ-დასავალს“ დაუპირისპირდა, პოლიტიკური მოღვაწეობა ყველამ ძალიან მალე დაამთავრა! - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ისაუბრა.
წელს მდინარე ტეხურის ნაპირებზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ჯომარდობის ფედერაციის თავმჯდომარის დავით ქაცარავას ერთობლივი ძალისხმევით, დასავლეთ საქართველოში ჯომარდობის პირველი ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ guardian.ge -სთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსი, რაც შეიძლება დახვეწილი და მორგებული უნდა იყოს ბიზნესგარემოზე. როგორც მან გადაცემაში „კვირის 20/30“ განაცხადა, სწორედ ეს არის ის საკითხი, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას მუდმივად უნდა ახსენებდეს. მისივე თქმით, ნაცვლად ამისა ოპოზიცია ვალუტის დევალცაციაზე აპელირებს.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა გერმანელებთან გამართული დღევანდელი მატჩი ანგარიშით 2-0 წააგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.