შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახური გამოეყოფა, ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განუცხადა.
ჩვენ გვაქვს დროსთან, ეპოქასთან საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "რედისონში", სადაც პროკურატურისა და შს სამინისტროს რეფორმის საკითხზე მე-11 საზოგადოებრივი ფორუმი მიმდინარეობს. მან კრიტიკული პოზიცია გამოხატა ხელისუფლების საქმიანობისადმი და თქვა რომ "ბევრი რამ შეიძლებოდა გაკეთებულიყო ადრე", მაგრამ იმედი დაიტოვა, რომ მათი პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნამდე ყველა საჭირბოროტო საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტას შეძლებენ.
ბ–ნო პრემიერო, ასეთი რიტორიკა, სამწუხაროდ შედეგს ვერ მოიტანს, რადგანაც – "აფხაზები, ცოცხალი თავით არ დათმობენ "დამოუკიდებლობას", რაც არ უნდა „ევროპულად ვუმღერ–ვუცეკვოთ“, თუ მათზე "ზემოქმედება არ იქნება გარედან"
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ "თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, ეს ეროვნული სირცხვილი იქნება".
უკრაინის კრიზისში დამნაშავე ამერიკის შეერთებული შტატებია და არა რუსეთი. რომ არა მათი და ევროპელი პარტნიორების უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, დღეს ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგვიპტურ გაზეთ “ალ-არხამთან” საუბრისას განაცხადა.
დღეს ჩვენი ახალგაზრდობა, მოსახლეობა, მთელი ხალხი უძღებ შვილს ემსგავსება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ქადაგებისას უძღები შვილის იგავი გაიხსენა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბეჟან თოდუა დააკავა.
ზვავსაშიშროების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ134 -კმ135 მონაკვეთში (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
მიუნხენში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შხვდა. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, სწორი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ და რომ საჭიროა რეფორმების ბოლომდე მიყვანა.
იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ის ფაქტი, რომ მოხდა ამ საქმის სწრაფი გამოძიება, ჩემთვის საამაყოა, - განაცხადა მიუნხენში უსაფრთხოების 51-ე კონფერენციაზე ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.