იური ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული პირი მოქმედი პოლიციელია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განუცხადა.
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე, ე.წ. ფალიის სახელურზე გადაკრულმა საიზოლაციო ლენტმა უზრუნველყო ის, რომ დნმ-ის კვალი დარჩა.
საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურა იუწყება.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ სომეხი ეროვნების მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელთაც რუსეთის ან სომხეთის მოქალაქეობა მიიღეს და ამის გამო ავტომატურად შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა, ახალი რეგულაციების მიხედვით, საქართველოში წელიწადში 90 დღეზე მეტ ხანს დარჩენის შემთხვევაში ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის მიმართ არავითარი ინტერესი არ აქვს.
ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლარის კლების ტენდენციებსა და აღნიშნული პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. გიორხელიძის თქმით, ლარის კლება დიდწილად არასწორმა შიდა პოლიტიკამ და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. მისი თქმით, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა ლარი 2 და 2,15 შორის უნდა გაჩერდეს.
ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ევროპულ მომავალს, წარმატებულ და განვითარებულ საქართველოს, მართლაც დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს, "ჩვენ გვიყვარს ეს ხალხი, ეს ეთნიკური ჯგუფები და ჩვენი სურვილია, დავიცვათ ისინი და გადავარჩინოთ მათი მომავალი" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 51-ე კონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან მისი და ფრანსუა ოლანდის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის. ამის შესახებ ანგელა მერკელმა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენასა და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვისას "შედეგზე ორიენტირებული" პერსპექტივის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" პირველ შეხვედრაზე გერმანიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 64:8 დაამარცხა. ეს "ბორჯღალოსნებისთვის" გერმანიის მორაგბეთა ნაკრებთან გამართული მესამე შეხვედრა იყო. 2010-2011 წლებშიც გამარჯვება ქართველმა მორაგბეებმა მოიპოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.