კახა ბენდუქიძის პერსონისადმი საყოველთაო ინტერესი მისი ეკონომიკის მინისტრობის დროიდან გაჩნდა, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში ის ყოველთვის ინარჩუნებდა სერიოზულ გავლენას, როგორც ეკონომიკური განვითარების მთელ პროცესზე, ისე კონკრეტული ჩინოვნიკების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე
გუშინ ღამით youtube-ზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის და უკრაინაში ამერიკის ელჩის, ჯეფრი პაიეტის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი გავრცელდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში მოქმედ სამ მეწარმესა და მათ მიერ კონტროლირებად რვა კომპანიას აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის შეზღუდვები დაუწესა
არჩილ გეგენავას წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წამოწყებას "პოპულის" ქსელის შემქმნელი და ამჟამინდელი აქციონერი ევგენი ფიჩხაია გეგმავს.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების სავარაუდო დრო დაასახელა.
ინტერნეტით გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ამერიკელი დიპლომატი ვიქტორია ნულანდი უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
პარლამენტის უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი წლების განმავლობაში საჯარო სამსახურის შესახებ კანონს არღვევდა. კერძოდ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ირმა ნადირაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, სადაც ყოველთვიურ ხელფასს იღებდა.
ინდოეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი სავიზო პროცედურების გამარტივება, მით უფრო, გაუქმება არ მოხდება,- ამის შესახებ "კვირას" ინდოეთში საქართველოს საკონსულოში ექსკლუზიურად განუცხადეს.
კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იმის შესახებ რომ, ზუგდიდში უნდა აშენებულიყო ახალი საავადმყოფო, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე აფხაზეთის მოსახლეობას შეღავათიანი ფასებით უნდა მომსახურებოდა, ბიძინა ივანიშვილის მედიის წამომადგენლებთან 4 თებერვალს გამართული შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. იგი ამბობს, რომ ბოლო დღეებში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა მიერ გაკეთებული"უმსგავსო" განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება და ეს მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებსა და მისი პიროვნების დისკრედიტაციას უკავშირდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.