საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმას სთავაზობს.
მოუწევს კალაძეს და ბევრ სხვას სახლიდან ფულის გამოტანა და ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, - ამის შესახებ სოცილაურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე წერს, რომელიც რუსულ „ინტერრაოსთან“ სტოკჰოლმის არბიტრაჟში დავის წაგებას ეხმაურება.
გიული ალასანიას გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში თავისი შვილის სწავლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა.
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელის ზომები ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
კოვიდავადმყოფი თუ მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას, შესაბამისად, გარდაცვალებას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე.
ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა. ახალი გუბერნატორი დღეს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა წარადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ნოემბერში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვა უბნებში 12 პირი, მათ შორის 10 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 134 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.