კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ? – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში შეკითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უკრაინა 88:83 დაამარცხა. ეს საქართველოს პირველი გამარჯვებაა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.
GUARDIAN.GE - სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა იმართება. სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მიზანი მთიან ყარაბაღში სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა.
საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა სამეთაურო-საშტაბო სწავლებას Maple Arch 2021. საერთაშორისო სწავლების წარმატებით დასრულება მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
GUARDIAN.GE - გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომები მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ უკვე გამოსცა. დოკუმენტს ხელს აწერს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.
„ევროპულმა საქართველომ“ კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა და ქვეყანაში შექმნილი „უმძიმესი კრიზისიდან“ ოპტიმალურ გამოსავლად ვადამდელი არჩევნების მიღწევა და ამ არჩევნებში რეჟიმის დამარცხებაა მიჩნეული.
ბათუმის 2017 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. აჭარის უზენაესი საბჭოს შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ საკრებულოში არჩეული დეპუტატები და მათი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი და ძველი საკრებულოს მიერ დანიშნული სხდომის გაუქმებას ითხოვდნენ.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 51 756 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 538 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 218 PCR ტესტით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.