ეს არის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფასეულობა და მნიშვნელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა და ჩვენ გვინდა, ქვეყანას დავეხმაროთ ამ მიღწევის შენარჩუნებაში და ეს რომ გახდეს მასშტაბური, ეს რეფორმები უკავშირდება სამართლის უზენაესობას. ეს არის ფუძემდებლური ჩვენი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
„ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ევროპელები - ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა,“ - ამ განცხადებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.
კომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის საკითხებზეც, რომელიც არის ძალიან დიდი ტვირთი და ძალიან მძიმე გამოწვევა ჩვენი მოქალაქეებისთვის. რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს ჯარები ჩვენი ტერიტორიებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მცხეთაში, ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ესტუმრა.
ჩვენი მთავრობისთვის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, 2012 წლიდან ჩვენ არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ - თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც ძალიან წარმატებული იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მიმდინარე წლის 6 ივლისს, პარლამენტის წინ გამართული აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. პირველი კლასიკური გიმნაზიის და ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანების აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი.
საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების მიმართ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე კოვიდპანდემიის უარყოფით გავლენაზე იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.