საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის მიმართულებით, ახალი ჩქარსონული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე პირველი, 2.5 კმ-ის ორზოლიანი მონაკვეთი 2021 წლის სექტემბერში გაიხსნება, სრულად კი პროექტი 2023-2024 წლებში დასრულდება.
„მივდივარ იქამდე, რომ „ნაცები“ ჩვენი დასამარცხებელი იქნება, ამას „ოცნება“ არც და ვერც გააკეთებს“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
GUARDIAN.GE - გერმანელმა კანონმდებლებმა ერთსულოვნად დაამტკიცეს კანონი, რომელიც უფრო ადვილს გახდის გერმანიის მოქალაქეობის მიღებას მათი შთამომავლებისთვის, ვინც ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და მათ გაექცა.
დღევანდელ საპარლამენტო განხილვას რა შეიძლება, ვუწოდო? ტანჯვა-წამების 8 საათი. იდგა მთავრობის მეთაური და იტანჯებოდა, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა და დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემის პროცესი.
ბატონო დევი, სიმართლე გითხრათ, არ ვგეგმავდი თქვენთან პოლემიკაში შემოსვლას და არც წარმომედგინა, რომ ამ კითხვას დამისვამდით, რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მეც ბევრი რამ ვიცი თქვენს შესახებ, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჯარს, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჯარში წინა ხელისუფლების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ დევი ჭანკოტაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად სასოწარკვეთილები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას, გაისმა ბრალდება, თითქოს მე ერთ-ერთ ირანელ ბიზნესმენს, ბიზნესი წავართვი და ა.შ. დეტალებში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შევდივარ, მაგრამ ძალიან მოკლედ, ზედაპირულად მინდა, მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ აღნიშნული ბანკი და კომპანია აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო მოხვედრილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ გია ვოლსკის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ახლა რომ ვითომ გული შეგტკივათ, როგორ ექცეოდით, როგორ მდგომარეობაში გყავდათ სამხედროები, შიშის და ზეწოლის ქვეშ, გნებავთ ჩვენი ოფიცრები, პოლიციელები და ყველა, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე რომ მეკითხებოდა, ვითომ სამხედროების მდგომარეობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრები გავმართეთ აშშ კონგრესის, სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურ პირებთან, ასევე წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტებთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა, აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.