ქალბატონ ანა ბიერდესს ვთხოვე, რომ მსოფლიო ბანკი აქტიურად ჩაერთოს და კონსულტაცია მივიღოთ, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება, ჩვენი მთავრობის მიმართულება და პოლიტიკა. ეს შეეხება ათწლიანი სტრატეგიული გეგმების დამუშავებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში და მე მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდესთან ერთობლივი განცხადებების გაკეთებისას აღნიშნა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა. პაპთან შეხვედრის ფოტოებს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების, ამ ეტაპზე დადგენილი გარემოებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 275.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 4.5 პროცენტი შეადგინა.
გვპირდებოდნენ: ელექტროენერგიის, გაზის, ბენზინის გაიაფებას, მივიღეთ უსაშველო გაძვირება, ვბრაზდებოდით „სითი-პარკზე“, რომელმაც მხოლოდ ქუჩები მონიშნა და დააწესა წლიური 50 ლარიანი გადასახადი, გავუშვით ისინი, რა მივიღეთ? იგივე გადასახადი, თვითმარქვია „სტაიანჩიკ-გამომძალველები“, + წუთობრივი გადასახადები, როგორც გვეუბნებიან ჩვენი კომფორტისა და სატრანსპორტო წესრიგისათვის...
საქართველოში ორდღიან ვიზიტად ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 28 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 354 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 239 PCR ტესტით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროს წევრთან, სენატორ რონ ჯონსონთან, ასევე სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ სენატში გამართულ ორსაათიან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა პარტიის სამომავლო ხედვები და გეგმები იყო.
ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.