დიდი მადლობა სტუმართმოყვარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შესაძლებლობისთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური მოლაპარაკებები უკრაინა-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მიერ დასახული მიმართულებები შემდგომი თანამშრომლობისთვის მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენი ურთიერთობების მდგრად განვითარებას, ასევე ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს მთავრობის მეთაურს სწერს.
„ქართულ ოცნებას“ ერთწლიანი მონაკვეთის განმავლობაში, რაც კი პრობლემა დაუგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
(GUARDIAN.GE) - ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახლმწიფოებისა და მათი მეთაურების სახელით ვრცელი კომუნიკე გამოაქვეყნა, რომლის მე-14 პუნქტში საუბარი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვასაც ეხება. მასში ხაზგასმულია ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მხარდაჭერა და მოწოდებულია რუსეთისადმი, რომ გაიყვანოს სამხედრო ძალები ამ სახელმწიფოების ტერიტორიებიდან.
20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში.
გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა განახორციელეს. საბაზისო კურსის მე-4 დღეს ახალგაზრდებს ლექცია ჩაუტარდათ. ლეგიონის ახალწვეულები შენიღბვის ძირითად პრინციპებსა და შესაბამის ეკიპირებას გაეცნენ, რის შემდეგაც საველე სავარჯიშოები გაიარეს.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) უხელმძღვანელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.
ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ჰიბრიდული ომის რთული არსი გაერთიანებულ ძალისხმევას და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას საჭიროებს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2021 წელს აქცენტირებული იყოს 2030 წლის სამიტის დღის წესრიგზე, რომელიც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის საფუძველი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიოს ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სარგებლობაში არსებული ქონების გათავისუფლებას ქონების გადასახადისაგან.
ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ 101 წლის ივანე შარაშენიძეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული, დღეგრძელთა დახმარების სოციალური პროგრამის ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.